სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა.
სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ზედიზედ მესამე წელს, თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერებით.
სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 21 სექტემბერს აღნიშნავს. 1991 წლის 21 სექტემბერს რეფერენდუმზე სომხეთმა საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. სრული დამოუკიდებლობა კი ამავე წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, 26 დეკემბერს მიიღო.