“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა”,- აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, რიგითი ნომრების განსაზღვრის წილისყრის პროცედურაში 47-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა.
“საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული არის 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცედურაში მონაწილეობას ღებულობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდა უფლება წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომერი, რასაც მანამდე იყენებდნენ“,- განაცხადა მიქელაძემ.
ამგვარად, ცესკოს განკარგულების მიხედვით არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს განესაზღვრებათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – (პარტია) „თეთრები“
№2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
№3 – ნინო ბურჯანაძე – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“
№4 – დავით ჭიჭინაძე „ტრიბუნა – ქდმ“
№5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”
№6 – „მომავალი საქართველო“
№7 – „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“
№8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
№9 – გაჩეჩილაძე -„ მწვანეთა პარტია“
№10 – შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
№11 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“
№12 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
№13 – „რეფორმერი“
№14 – ბეჟან გუნავა – „ქართული არჩევანი“
№15 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
№16 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
№17 – ირაკლი ოქრუაშვილი – „გამარჯვებული საქართველო“
№18 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
№19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“
№20 – „საქართველო“
№21 – „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა, გიორგი წულაია)
№22 – „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“
№23 – „ახალი ძალა“
№24 – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“
№25 – „თავისუფალი დემოკრატები“
№26 – ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის”
№27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“
№28 – „ქართული ფესვები“
№29 – დავით ჭიჭინაძე – „ტრიბუნა“
№30 – „შეცვალე საქართველო“
№31 – „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“
№32 – „სახალხო პარტია“
№33 – „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ (ედპ)
№34 – „სოციალური სამართლიანობისათვის“
№35 – „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“
№36 – „გირჩი“
№37 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
№38 – „იბერიელთა ერთობა“
№39 – „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“
№40 – „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა – გაიოზ მამალაძე“
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
№42 – „რეფორმატორები“
№43 – „ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)“
№44 – „ქართული იდეა“
№45 – „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“
№46 – გია ჟორჟოლიანი – „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“
№47 – ზვიად ძიძიგური – „საქართველოს კონსერვატიული პარტია“
№48 – „არჩევანი სამშობლოსათვის“
№49 – ჯონდო ბაღათურია – „ქართული დასი“
№50 – „პროგრესული საქართველო“
№51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“
№52 – სერგო ჯავახიძე – „ევროატლანტიკური ვექტორი“
№53 – „ტრადიციონალისტები“
№54 – სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“
№55 – „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“
№56 – „ლელო“
№57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”
№58 – „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
№59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
№60 – „საქართველოს განვითარების პარტია“