თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას უკავშირდება.
„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს-11 , გურიას- ოთხი, კახეთს- სამი, შიდა ქართლს- სამი, ქვემო ქართლს- ორი, ასევე მცხეთა-მთიანეთს -ორი, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში, ვირუსისგან განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 46-ია.