დღეს, 18 სექტემბერს, სოფელ ოლავერდის მოსახლეობა ახალქალაქის მერისთან საპროტესტო აქციას მართავს და აცხადებენ, რომ მომთაბარე მწყემსებმა მათი საძოვრები დაიკავეს. სოფლის მოსახლეობა ითხოვს ყურადღებას, რათა შესაბამისმა ორგანოებმა აღნიშნული პრობლემები მოაგვარონ.
დაახლოებით 50-60 ადამიანი შეიკრიბა მერიასთან. სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტა მერიასთან აქციის გამართვა, რათა ხელისუფლებამ მათი სოფლის პრობლემები მოაგვაროს.
“უკვე 7 დღეა სოფელში წყალი არ არის, მომთაბარე მწყემსებმა ჩვენი წყალგაყვანილობის ხაზი დააზიანეს, რათა საქონელს წყალი დაალევინონ. მათთვის ყველაფერი შეიძლება. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
JNEWS- თვალყურს ადევნებს მოვლენის განვითარებს და დაზუსტებით ინფორმაცის მოგვიანებით წარმოგიდგენთ.