ახალქალაქის მოხუცი დალაქი, გურგენ პარაკესიკიანი, მუშაობას ასაკისა და მძიმე პირობებს მიუხედავად განაგრძობს, რადგან საკუთარი საქმე უყვარს.
1957 წელს სლონში პირველად შესული გურგენი, საკუთარ სახელოსნოში დღემდე, ყოველ დილით მიიჩქარის. მეორე სახლად ქცეული სალონი მისთვის მშობლიური გახდა.
84 წლის გურგენ პარაკესიკიანი, ასაკის მიუხედავად, დიდი სიყვარულით იღებს ხელში მარკატელს და სავარცხელს, საპარსსა და ფუნჯს. თუმცა დღეს, სალონში ის პირობები აღარ არის, როგორც ძველად, ფართი გადასარემონტებელია. დაძველებული და გაცვეთილია სკამები და მაგიდები, სარკეები და მაკრატლებიც. ზამთარში დისკომფორტი უფრო მეტად იგრძნობა, რადგან ონკანში ცხელი წყალი არ მოდის.
“ცხელი წყალი არ არის, იატაკი აიყარა, რემონტია გასაკეთებელი. მართალია, რემონტი ჩვენი ნებაა, მაგრამ მე მეტი არ შემიძლია”, – ამბობს ბაბუა გურგენი.
გურგენის ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც მასთან ერთად ერთ ოთახში მუშაობს, სხვა სალონის გახსნა სურს, რაც ბაბუა გურგენს არ მოსწონს, რადგან მისი მოგონებები და თითოეული დღე ამ ოთახთან არის დაკავშირებული.
სკოლის დამთავრებისთანავე ისწავლა თმის შეჭრა იმავე სალონში, სადაც მისი ბიძა, დედის ძმა მუშაობდა.
63 წლის განმავლობაში მას დაახლოებით 10 მოსწავლე ჰყავდა. დღეს ბაბუა გურგენს ორი მუდმივი კლიენტი ჰყავს, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, თმის შესაჭრელად მასთან მიდიან.
“ისინიც ჩემნაირად ასაკოვანები არიან, მაგრამ მაინც მოდიან”, – ყვება ხელოსანი გურგენი.
ის კმაყოფილია საკუთარი სამუშაოთი, ძალიან უყვარს საკუთარი პროფესია და სიყვარულით მუშაობს.
ხელოსანს აოცებს თანამედროვე ვარცხნილობები და აღტაცებით იხსენებს თავისი ახლაგზრდობის დროინდელ მოდურ ვარცხნილობებს.
“ახლა ყველამ მხოლოდ ერთი სახის ვარცხნილობა იცის. სხდებიან, ქალებს თმის ელექტრონულ საპარსებს აძლევენ და ბოლომდე იპარსავენ, და ეს გამოდის ვარცხნილობა”, – ამატებს ის.
გურგენ პარაკესიკიანს სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი ქალშვილი ჰყავს. მეუღლე 22 წლის წინ გარდაიცვალა. ხელოსანი გურგენი სიყვარულით იხსენებს მეუღლეს, ამბობს, რომ მუდამ კმაყოფილი იყო მისი მუშაობით და ყველაფერში მხარს უჭერდა ქმარს. მას ძალიან უყვარდა მისი მეუღლე. დაინახა, მოეწონა და მოიტაცა. მოსიყვარულე ოჯახი შექმნეს და მრავალი წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ.