ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში, ქალაქში მოძრაობის რეგულაციისათვის ახალქალაქის მერიამ ახალი პროექტის შედგენა დაიწყო. გავიდა 10 თვე, საგზაო ნიშნები ჯერაც არ არის დამონტაჟებული, მიზეზი ფინანსების უკმარისობა იყო. ახალი ნიშნულების დამონტაჟების შემდეგ ახალქალაქის სამეთვალყურეო კამერები დააფიქსირებენ საგზაო მოძრაობის დარღვევებს.
საგზაო ნიშნულების საკითხი აქტუალური გახდა გასული წლის გაზაფხულზე.
იმ დროს საკამათო ნიშნულების გამო მოსახლეობამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს უჩივლა.
შეკამათების შემდეგ მერიამ მარეგულირებელი საგზაო ნიშნების და მონიშვნების ხელახალი პროექტირება გადაწყვიტა.
თავიდან მერიამ და კომისიამ, რომელიც საპატრულო პოლიციის, საკრებულოს დეპუტატისა და მერიის თანამშრომლებისგან შედგებოდა, ახალი პროექტი შეადგინეს. შემდეგ პროექტი განიხილეს სამცხე-ჯავახეთის საგზაო პოლიციის დეპარტამენტში.
ის ასევე საკრებულოს დეპუტატებმაც განიხილეს. როგორც ახალქალაქის მერიაში ამტკივებენ, პროექტის განხორციელება არასაკმარისი ფინანსების გამო გადაიდო.
“ვინაიდან მიმდინარე წლის პროექტში ჩვენ ჭკვიანი კამერები გვქონდა, გვესაჭიროებოდა ჭკვიან კამერებთან ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა. ანუ საგზაო მონიშვნები უნდა შეესაბამებოდეს საგზაო ნიშნებს, რადგან კამერები საგზაო მოძრაობის დარღვევებს დააფიქსირებს”.
– “ჩვენ სათითაოდ განვიხილეთ ყველაფერი, რადგან ჩვენი პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო ქვეითების “ზებრები”, ხაზები და სხვა მონიშვნებები. თებერვალში ბიუჯეტის კორექტირებისას, საგზაო ნიშნებისა და კამერების საკითხის მოგვარებისათვის იქნება გათვალისწინებულია 44’500 ლარი”, – ამბობს მერიის თანამშრომელი ვრეჟ ბერიკიანი.