თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარასთან, 16 იმერეთთან და 15 თბილისთან ასოცირდება.
“179 ახალი შემთხვევა დაგვემატა და 2937 გახდა. 179 შემთხვევა შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარა – 126, იმერეთი – 16, თბილისი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 4, კახეთი – 4”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, განკურნებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ახლა ჯამში 1422 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ეზუგბაიას ინფორმაციით, 1488 პაციენტი კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში კურნალობს, მათ შორის 60-70 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, 9 – კრიტიკულ მდგომარეობაში.