საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 2 937 შემთხვევა.
კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობაა 1,422.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.
საკარანტინე ზონაში 6 633 მოქალაქე იმყოფება, ხოლო 836 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – საავადმყოფოებში.
გარდა ამისა, საქართველოს 41 მოქალაქე სამშობლოში სამკურნალოდ საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა.