სკოლებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების მაჩვენებელი ისევ დაბალია, მაგრამ არც ისეთი, რომ გამოცხადდეს კარანტინი.
გრიპის ვირუსი ქალაქში მატულობს. ორშაბათთან, 3 თებერვალთან შედარებით, გაცდენების ოდენობა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში თითქმის არ შეცვლილა.
ქალაქის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის გაიანე ფიდანიანის თქმით, 31-დან 7 თებერვლამდე 11 დაავადებული იყო ჰოსპიტალიზირებული, რომელთაგან 1 პენსიონერია, ხოლო 10- ბავშვი. ჰოსპოტალიზირებული ბავშვებიდან ხუთი 1-დან 5 წლამდე ასაკისაა, ხუთი კი 5-დან 14 წლამდე. ყველას პნევმონიის დიაგნოზი აქვს.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემების თანახმად, სოფლებში დასწრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქში. ბევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღში უბრალოდ იმ მიზეზით არ დადის, რომ არ გაცივდეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, კარანტინის გამოცხადება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოსწავლეების და ბავშვების 50% აცდენს.
«ჩვენ არ შეგვიძლია კარანტინის გამოცხადება, ჩვენ შეგვიძლია რესურს ცენტრს მივმართოთ, ისინი გადაწყვეტენ გამოაცხადონ თუ არა კარანტინი. ჩვენ ყველას ვურჩევთ ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ კლასები და ავადმყოფი ბავშვები და მოსწავლეები არ გაუშვან სკოლაში ან საბავშვო ბაღში», – ამბობს ავეტიკ ტონაკანიანი.