1 სექტემბრიდან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი „ამოიცანი დეზინფორმაცია,“ რომლიც ითვალისწინებს ონლიან მედიამონიტორინგის წარმოებას Covid-19 პანდემიის ფონზე გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოშიCovid-19 პანდემიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაციისა და მანიპულაციების მძლავრი საინფორმაციო კამპანია სოციალურ და ონლაინ მედიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა მშობლიურ ენაზე ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით.
პროექტის მიზანია ინფორმაციის სანდო წყაროების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში, ონლაინ და სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების იდენტიფიცირების და მონიტორინგის გზით. პროექტის ფარგლებში მომზადდება მედიამონიტორინგის 2 კვლევითი ანგარიში.
პროექტის გუნდი უზრუნველყოფს ანგარიშების ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გეგმავს აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოქმედ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის გზით, რათა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალის მოსახლეობაში გავრცელება. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერის გზით, რეგიონალური მასშტაბით არსებულ სათემო ცენტრებთან კომუნიკაცია. საინფორმაციო/ონლაინ კამპანიის ფარგლებში შექმნილი მასალების ასევე გავრცელდება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდისა და პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომა ყველა ენაზე“ ფარგლებში შექმნილ სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე.
პროექტი ხორციელდებოდა ფონდი “Prodemos – პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით მცირე საგრანტო კონკურსის “ფრთხილად, დეზინფორმაციაა” ფარგლებში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებულიმასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.