წელს, 196 სტუდენტი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩააბარეს, ისწავლიან უფასოდ- მათ სახელმწიფოსგან 100%-იანი გრანტი მიიღეს.

როგორც JNEWS-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 39 381 აბიტურიენტი, რომელთაგან 37 195 სტუდენტმა ჩააბარა გამოცდები, ხოლო 28 423 სტუდენტს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების უფლება მიენიჭა. მათგან 1191 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

krtutyun
Infogram

წელს სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში 6 743 სტუდენტმა მიიღო. 196 სტუდენტმა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა, მიიღო 100%-იანი სახელმწიფო სტიპენდია. საერთო 100%-იანი აკადემიური გრანტი 1007 სტუდენტს მიენიჭა, 70% – 1460 სტუდენტს, 50% – 4080 სტუდენტს. წელს 30%-იანი გრანტი არცერთ სტუდენტს არ მიენიჭა.

JNEWS-ის შეკითხვაზე, რამდენმა აბიტურიენტმა და სტუდენტმა- სომეხი ეროვნების წარმომადგენელმა- მიიღო სახელმწიფო გრანტი საქართველოში და უნივერსიტეტებში ჩააბარა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრმა დაზუსტებით ვერ თქვა, მათ აღნიშნეს, რომ კონკრეტული მონაცემები ჯერ არ აქვთ.