მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge.-ის ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 227 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი – გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 1369-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.
საკარანტინო რეჟიმში 5,882 მოქალაქე იმყოფება, 390 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოებში რჩება.
საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.