დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასწავლებლებმა, ვინც ეს ზაფხული შავი ზღვის სანაპიროზე გაატარეს კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩაიტარონ. მისი თქმით „დაახლოებით 2100 მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე”.
„დაახლოებით 2100 მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს უკვე, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, ყველა მუნიციპალურ ჯანდაცვას აქვს სიები, თუ ვინ იყო აჭარის სანაპიროზე, სადაც მომატებული რისკ-ფაქტორი იყო წელს და ყველა მათგანი დაიტესტება. ამის გამო უნდა შეჩერდეს სწავლა და მასწავლებლების მიმართ შესაბამისი მონიტორინგი უნდა ჩატარდეს. ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა”.-განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, რადგან მასწავლებლები სტრატეგიული ჯგუფია, აუცილებელია ისინი შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ, ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, შემუშავებულია სტრატეგია, რომლის მიხედვით, 45 ათასი მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კორონავირუსზე დაიტესტება.