ახალქალაქის მოსახლეობა ჩივის, რომ ქალაქში ტროტუარებზე სიარული შეუძლებელია. ისინი დაფარულია ყინულით, რადგან თოვლის შემდეგ არ დაასუფთავეს. ამ დღეებში ერთი ქალი წაიქცა და ფეხი მოიტეხა. დასჭირდა ოპერაცია, რომელიც ერევანში ჩაუტარდა. ვინ არის პასუხისმგებელი პირი ტროტუარების დასუფთავებაზე ახალქალაქში, პასუხი ორაზროვანია.
მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვს, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა. ტროტუარზე სიარული სახიფათოა ისევე, როგორც მანქანებით ტროტუარების გასწვრივ გადაადგილება.
თვითმხილველთა თქმით, ნალბანდიანის ქუჩის ტროტუარზე ქალი წაიქცა და ფეხი მოიტეხა. ამ საკითხით ბოლო პერიოდში არა ერთხელ მოუმართავთ Jnews-ის რედაქციაში.
თოვლისგან ქუჩების დასუფთავების ტენდერი 97 997.00 ლარით კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» მოიგო. თუმცაღა ტენდერის საბუთებში არ წერია არის თუ არა ტროტუარების დასუფთავება მათი პასუხისმგებლობა.
ახალქალაქის მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, სოფლის გზებსა და ქალაქის ზოგიერთ ქუჩას ასუფთავებს კომპანია «ჯავახ ავტო გზა», ხოლო ტროტუარების დასუფთავებით დაკავებულია ახალქალაქის სერვის ცენტრი.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩაინის თქმით, თოვლისაგან ტროტუატების დასუფთავების ოფიციალური შეთანხმება მერიასთან მათ არ აქვთ, თუმცა ზოგიერთ ტროტუარს და ქუჩას სერვის ცენტრი მაინც ასუფთავებს. მისი მტკიცებით, მათ დაასუფთავეს ხიდი, რომელიც ყოფილ სამხედრო ქალაქს ახალქალაქთან აერთებს, ასევე თავისუფლების ქუჩა შუქნიშნამდე, პარკის გარშემო ტერიტორია და ზოგიერთი სხვა ქუჩა.
«ჩვენ მცირე რესურსი გვაქვს, ამიტომ ვერ დავასუფთავებთ მთლიან ქალაქს»,- ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.
ნალბანდიანის ქუჩის დასუფთავება, სადაც ქალაქის მაცხოვრებელმა ფეხი მოიტეხა, კომპანია «ჯავახ ავტო გზას» ეკუთვნის, თუმცა არ არის ცნობილი ის თუ ვინ დაასუფთავებს ტროტუარს ამავე ქუჩაზე.
«რადგან ამ ქუჩაზე ძირითადად კერძო მაღაზიებია, ბევრი გამყიდველი ვაჭრობს გარეთ და საგზაო ტექნიკა იქ ვერ იმუშავებს»,- ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.
თოვლისგან ქალაქის დასუფთავების ტენდერის დოკუმენტაციის სიის მიხედვით, კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» 26 სოფლის 174 კმ სიგრძის გზა უნდა დაასუფთავოს. სოფლის გზების გარდა კომპანიამ უნდა დაასუფთავოს შემდეგი ქუჩები: თავისუფლების ქუჩა, ნალბანდიანის ქუჩა, ჩარენცის, თუმანიანის და თამარ მეფის ქუჩები, რუსთაველის ქუჩა, მიკოიანის, მარგარიანის, ჯავახიშვილის და გუსან ავასის ქუჩები.