ქალაქ ნინოწმინდის მერიამ 7-სხვადასხვა ვაკანტურ ადგილზე ელექტრონული კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეობის სურვილი 64 ადამიანმა გამოთქვა, მათ განაცხადები შეიტანეს.
ვაკანტური ადგილების კონკურსი ვაკანსიების ოფიციალურ გვერდზე – hr.gov.ge გამოცხადდა. შვიდი ვაკანტური ადგილისთვის კონკურსზე განაცხადი 64 მოქალაქემ შეიტანა.
ვაკანტური თანამდებობები შემდეგია։
აღსანიშნავია, რომ კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპი- დოკუმენტების მიღება, მეორე ეტაპი- გასაუბრება, რის შემდეგაც კანდიდატები უშუალოდ შეირჩევა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული მომსახურების უფროსისა და მერიის საკონკურსო კომისიის წარმომადგენლი, სამსონ ფნჯოიანის თქმით, საბოლოო შედეგი გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნინოწმინდის მერიის თანამშრომლებმა საკუთარი სურვილით დატოვეს სამსახური.
რომელი უფლებამოსილი პირები და სპეციალისტები შეიცვალა ნინოწმინდაში?
ნინოწმინდის მერიაში საკუთარი სურვილით სამსახურს მასობრივად ტოვებენ
ISFED: «ნინოწმინდაში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები დაფიქსირდა»
წყარო – Nor.ge