1-დან 5 თებერვლამდე სომხეთის დიასპორის საკითხებში მთავარი უფლებამოსილი პირი ზარე სინანიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ბოლო დღეს კომისარი შეხვდა მოსახლეობას, მედიას და ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფლებას. ახალქალაქში შეხვედრები გაიმართა Jnews-ის ოფისში, მერიაში, საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატში და საინჟინრო ლაბორატორია «არმატში».

ახალქალაქში ვიზიტი ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ოფისში დაიწყო. შემდეგ კომისარი მის თანამშრომლებთან, საქართველოში სომხეთის ელჩსა და საელჩოს იმ წარმომადგენლებთან ერთად, ვინც შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა, ახალქალაქის მერიაში მივიდნენ.

შეხვედრა მერიაში 11:30 საათზე დაიწყო. კომისარმა მისი გამოსვლის შესავალ ნაწილში აღნიშნა, რომ ეს მისთვის მეორე ვიზიტია ჯავახეთში, თუმცაღა დიასპორის საკითხებში მთავარი უფლებამოსილი პირი როლში ეს ვიზიტი პირველია. მან აღნიშნა, რომ მილიონობით სომეხი არ ცხოვრობს სომხეთში, ყველა დიასპორა სომხეთისათვის მნიშვნელოვანია, და მათშორის განსაკუთრებული როლი ენიჭება ჯავახეთს.

«მე მინდა, რომ თქვენ იგრძნოთ სომხეთის რესპუბლიკის სუნთქვა, იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ ისტორიული სამშობლო, სადაც მუდამ ახსოვხართ და საჭიროების შემთხვევაში ზრუნავენ თქვენზე. ის დაინტერესებულია იმით, რომ თქვენ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები იყოთ, რომ ისარგებლოთ ყველა უფლებით, რასაც დემოკრატიული საქართველო სთავაზობს მის მოქალაქეებს. გვინდა, რომ თქვენი კავშირი სომხეთთან იყოს მყარი»,- თქვა მან.

სინანიანმა გვიამბო, რომ 2008 წელს სომხეთის რესპუბლიკაში დაარსდა სომხეთის დიასპორის სამინისტრო, ხოლო 2018 წელს, სომხეთში რევოლუციის შემდეგ, სამინისტრო რეორგანიზებული იყო და შეიქმნა დიასპორის საკითხებში მთავარი უფლებამოსილი პირის აპარატი, რომელიც დაკავებულია ყველა იმ საკითხით, რაც დიასპორასთან არის დაკავშირებული.

სინანიანმა ასევე ისაუბრა სომხეთში ამჟამად არსებულ სიტუაციებზე, რომ იქ რევოლუციის შთაგონება ჯერ კიდევ მეფობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა სასამართლო სისტემის სერიოზული რეფორმა მიმდინარეობს.

Sadoyan 1

ზარე სინანიანისა და ელჩ რუბენ სადოიანის გამოსვლის შემდეგ, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებამ ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები, სომხეთში უმაღლესი განათლების მიღების საკითხი, პოტენციალი, რომელიც დიასპორის სომხებს გააჩნიათ, სახელმწიფო უსაფრთხოების მომსახურების საკითხი ისევე, როგორც ადგილობრივი ჩინოვნიკების კონტროლის საკითხი და მოსახლეობის უფლებების დარღვევა. საუბარი ასევე იყო იმის შესახებ, რომ სომხები ჯავახეთიდან მიემგზავრებიან. უკმაყოფილება გამოითქვა იმის შესახებ, რომ ახალქალაქში ბევრი კაზინო გაიხსნა, რაც საფრთხეს უქმნის ახალგაზრდობას. ისაუბრეს სამხედრო მოწვევაზე. ზოგიერთმა ადამინმა კომისარს კონვერტით წერილი გადასცა.

Zareh_ekexeci

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, კომისარმა სურბ ხაჩ ტაძარში სანთელი დაანთო რის შემდეგაც საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატს ეწვია.

Zareh_arajnordaran

ასევე სტუმრები ეწვივნენ საინჟინრო ლაბორატორია «არმატს», სადაც მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვლაიერეს.

Zareh_armat

ამის შემდეგ ვიზიტი ახალქალაქში დასრულდა, კომისარი საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იგივე შემეცნებითი ვიზიტით ესტუმდა ნინოწმინდას.