სოფელ კუმურდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ქალბატონი, ოთხი დაზარალებული ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს, 7 სექტემბერს, სოფელ კუმურდოს გზაზე ერთმანეთს შეეჯახა “Ford” და “Lada” მარკის ორი ავტომობილი. ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ოთხი ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანი ბავშვია. სოფლის უფლებამოსილი პირის ვიტალი ნერსესიანის თქმით, ყველა დაზარალებული ერთი ოჯახის წევრია. 1957 წელს დაბადებული ქალბატონი ოჯახის დედა იყო. ერთ-ერთმა ბავშვმა ტვინის შერყევა მიიღო, ხოლო დანარჩენი დაზარალებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტოსაგზაო შემთხვევა გზაზე მოხდა. ძლიერი დარტყმის შედეგად მანქანა გადატრიალდა და მინდვრების მხარეს გადავარდა.
როგორც საქართველოს შსს-მ JNEWS-თან საუბარში თქვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ლი ნაწილით აღიძრა, რომელიც “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას” გულისხმობს.