საქართველოში მრავალეროვნული წვრთნები, “ღირსეული პარტნიორი 2020” დაიწყო. პროგრამის მასპინძელი საქართველო უკვე მეხუთედ გახდა.
წლევანდელი წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-ს და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა.
მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.