კორონავირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 44 783-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბრის მონაცემებით, ასეთი 44 649 შემთხვევა დაფიქსირდა. ამრიგად, დღეში ინფიცირების 134 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის გართულებებით 897 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, 275-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40 089,3535, ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 218,139 შეადგენს.

გაითვალისწინეთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მარტის თვიდან მოქმედებს.