ახალქალაქის მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა Jnews.ge-ს საჩივრით, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლები არ აძლევენ უფლებას მათთვის გასაგებ ენაზე ისაუბრონ, რის გამოც იქმნება უთანხმოება. ხალხი იძულებულია დოკუმენტები რამდენჯერმე შეიტანოს, რათა მომსახურებაზე მოთხოვნა იყოს სრულყოფილი. იუსტიციის სახლში ხსნიან, რომ ადმინისტრაციული საქმეთწარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე.
იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია დაახლოებით 450 სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლოს. ახალქალაქში, ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული სირთულეების გამო, აღნიშნული მომსახურება მუდამ ხელმისაწვდომი არ არის.
Jnews.ge-ს შეკითხვაზე, თუ რატომ არ ხსნის საჭირო ინფორმაციას სომეხი ეროვნების თანამშრომელი მოსახლეობისათვის გასაგებ სომხურ ენაზე, იუსტიციის სახლის თანამშრომელმა გვიპასუხა, რომ შიდა განაწესების გათვალისწინებით, სომხურ ენაზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ.
რაიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკურად სომეხია და სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემები აქვთ, აღნიშნულ ფაქტს უთანხმოებამდე და კონფლიქტამდე მივყავართ. ხშირად ერთი და იგივე ადამიანს, ენის ბარიერის გამო იუსტიციის სახლში არასწორი საბუთები რამდენჯერმე შეაქვს, რაც იწვევს არა მხოლოდ დროის დახარჯვას, არამედ ფინანსურ დანაკარგსაც.
«მე მესმის ქართული, მაგრამ კარგად არა. მე რამდენჯერმე მოვხვდი სომხებთან. ერთხელ ერთ-ერთს ვკითხე, რატომ არ ლაპარაკობს სომხურად, არაფერი მიპასუხა. მან მიპასუხა რუსულად, რომ არსებობს მთარჯიმანი. აქ ძირითადად სომხები ცხოვრობენ. მამაკაცები საზღვარგარეთ დადიან სამუსაოდ. საბუთების გასაკეთებლად მოდიან ქალები, რომლებმაც არ იციან არც ქართული, არც რუსული, როგორ უპასუხონ მათ? მათ უნდა იცოდნენ ქართულიც, სომხურიც და რუსულიც. ვფიქრობ ეს არ არის სწორი. ეს არის სახლემწიფო დაწესებულება, მათ მოსახლეობას უნდა აუხსნან და ფაქტის წინაშე არ უნდა აყენებდნენ. ხალხი გაუცნობიერებლად არასწორ საბუთებს აკეთებს, რატომ უნდა ხდებოდეს ასე? თუ გაუგებენ ერთმანეთს, რამდენჯერმე არ მოუწევთ აქეთ-იქეთ სიარული»,- ამბობს სოფელი დილისკის მცხოვრები.
ხშირად, გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიღების უარი, უთანხმოებას და კამათს იწვევს.
«ვეკითხები, რატომ არ გვპასუხობთ სომხურ ენაზე, გვეუბნებიან ქართულად ილაპარაკეთო. განა მათ არ იციან რა პრობლემები გვაქვს სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით?»,- ამბობს ახალქალაქის მკვიდრი.
თუ კი ახალი თაობა მეტწილად სწავლობს და ესმის ქართული ენა, უფროსი თაობისთვის ენის ბარიერი ისევ გადაულახავი რჩება .
«ჩემი საქმეებით ვიყავი იუსტიციის სახლში, ველოდებოდი რიგს, რომ ჩავწერილიყავი ოპერატორთან. ჩემზე წინ იყო მოხუცი ქალი. ვხედავ, რომ ვერ ხსნის, თუ რა სჭირდება მას, რადგან იუსტიციის სახლის თანამშრომელი ელაპარაკება ქართულად. დიდხანს ვერ გაერკვნენ და მე ვცადე დახმარება, რადგან ვფლობ ქართულ ენას. შევხედე თანამშრომლის ბეიჯს, სახელით რომ მიმერთა, ვხედავ სომხური გვარია. ვეკითხები მას, თუ რატომ არ უხსნის ქალბატონს სომხურ ენაზე. მან მიპასუხა, რომ არ შეიძლება სომხურ ენაზე ლაპარაკი, ეს ბრძანებაა. უცნაურია, მაგრამ სხვა ოპერატორმა, რომელსაც ქართული გვარი ჰქონდა, სომხურად ლაპარაკი დაიწყო, თუმცა მე მივესალმე ქართულად. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.
საქართველოს იუსტიციის სახლიდან ოფიციალურ, წერილობით თუ სიტყვიერ მოთხოვნაზე გვიპასუხეს, რომ საქმეთწარმოება საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
«იუსტიციის სახლი, როგორც ის დაწესებულებები, რომლის მომსახურებასაც იუსტიციის სახლში გთავაზობენ, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. მათი საქმიანობის განხორციელებას თან ახლავს საქართველოს კანონმდებლობა. საქმის წარმოებისას ჩვენ საქართველოს «საერთო ადმინისტრაციულ კოდექსს» ვეყრდნობით. საქართველოს «საერთო ადმინისტრაციული კოდექსის» მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საქმეთწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში- აფხაზურზე»,- Jnews.ge-ს მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს პასუხშია ნათქვამი.
თუმცაღა, ადამიანები რომლებიც უჩივიან იუსტიციის სახლის მომსახურებას, არ აღნიშნავენ დოკუმენტაციის ენას, რადგან ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. ყველა საბუთი სახელმწიფო ენაზეა, ამასთანავე სათარჯიმნო ბიურო გვედზევეა. ეს კომუნიკაციის პრობლემაა თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის, რომელიც ხშირად ვერ გვარდება ენის ბარიერის გამო.
კომუნიკაციის შესახებ სამინისტროს მიმართვაში არაფერია ნახსენები.
«ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ იუსტიციის სახლი ყველა კულტურულ იდენტობას პატივს სცემს, როგორც ენას და თითოეული ადამიანის ეთნიკურ იდენტურობას, ვინც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ ყველა დაინტერესებული პირის მხარდაჭერას, ვინც სახელმწიფო ენაზე იუსტიციის სახლის მომსახურებით ვერ სარგებლობს. თუმცა მხარდაჭერა კანონის იგნორირებას არ გულისხმობს. იუსტიციის სახლს, სახელმწიფო ენის არ ცოდნის გამო, მოქალაქეებისათვის მომსახურებაზე უარი არასდროს არ უთქვამს. თუკი იყო გათვალისწინებული საერთო ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები მომხმარებლებს ესმით კანონის ეს მოთხოვნა, რაც მისაღებია ჩვენი მხრიდან»,- ითქვა Jnews.ge-ს მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს პასუხში.