დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.
ამირან გამყრელიძის ცნობით, შესაძლოა, 12-დღიანი საკარანტინო რეჟიმი 8 დღემდე შემცირდეს.
„კარანტინი 14 დღიდან 12 დღემდე შემცირდა, ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-დან 12 დღემდე აგვისტოს თვეში შემცირდა. ამჟამად 12 დღიანი კარანტინი სავალდებულოა ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ან უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის, აგრეთვე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულებთან.
საქართველომ ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს წარუდგინა თავის ტერიტორიაზე შესვლის უპირობო უფლება.
ამ სახელმწიფოებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 12 დღიანი საკარანტინო სავალდებულოა.