მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა,- ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმაპირველ არხთან განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარის ტელევიზიის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.
“მაუწყებელში შესვლა არის შეჩერებული. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, იწყება თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეჩერდეს მაუწყებლობა. ამ წუთებში უკვე ჩართულია პირველი არხი და მოხდება პირველი არხის ტრანსლირება ჩვენს ეთერში, ვიდრე არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები”. – უთხრა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს გამუვლინდა. სულ ტელევიზიაში 340 ადამიანა დასაქმებული. ეპოდემიოლოგები პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას დაიწყებენ.