ახალქალაქელები, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარაში ზღვაზე ისვენებდნენ, COVID-19-ის ტესტის ჩატარებას ახალქალაქში შეძლებენ.
ახალქალაქელებმა, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდნენ, PCR ტესტის ჩასატარებლად ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართონ. ამის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოლო პერიოდში აჭარაში, სადაც ბევრი ახალქალაქელი მიდის დასასვენებლად, COVID-19-ის შემთხვევები გახშირდა.
“აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსის ეპიდემიის გამწვავებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, PCR ტესტირების უფასო მომსახურების შესაძლებლობა მისცეს ყველას, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიის კერაში, აჭარაში ისვენებდა. ბათუმის ყველა დამსვენებელს ვთხოვთ, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში წარდგნენ”,- ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ავეტ ტონაკანიანი.
COVID-19-ის ტესტი ახალქალაქის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ტარდება.