ახალქალაქის ერთადერთ პარკ “ხაც ბახჩაში”, სულ ორი საბავშვო მოედანია, რომელთაგან ერთი უკვე დიდი ხანია გამოსაყენებლად უვარგისია. როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, დაზიანებული საბავშვო მოედანის შეკეთების, ან მისი ახლით ჩანაცვლების პროექტი ჯერჯერობით არ აქვთ.

jardvac-pshrvac

ქალაქის ერთადერთ პარკში, სულ ორი საბავშვო მოედანია. ბავშვები, რომლებიც ისედაც რიგრიგობით თამაშობდნენ, ახლა ერთადერთი მოედნის იმედად დარჩნენ. ერთ-ერთი საბავშვო მოედანი მთლიანად დამტვრეულია.

როგორც ახალქალაქის მერიის წარმომადგენელმა, გევორგ პეტროსიანმა JNEWS-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მერიაში პროექტის შეტანას აპირებს. JNEWS-ი დაზუსტების მიზნით მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამჟამად საბავშვო მოედნის შეკეთების, ან შეცვლის პროექტი არ აარსებობს. ეკონომიკის განყოფილებაშიც განაცხადეს, რომ პროექტი არა მხოლოდ არ არის, არამედ არჩევნების გამო, უახლოეს ორ თვეში გათვალისწინებულიც არ არის.

მიღებული ინფორმაციის დასაზუსტებლად ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს მივმართეთ.

“დღესდღეობით, ამ საკითხზე არაფერია დაგეგმილი, მაგრამ გუშინ, ჩვენ ეს თემა განვიხილეთ. ეკონომიკის განყოფილების თანამშრომლებს გავგზავნი, რათა გაარკვიონ, რა და როგორ. ვნახოთ, თუკი არის მთლიანად გამოცვლის აუცილებლობა, მთლიანად გამოვცვლით. თუ არა, შევაკეთებთ”, – გვიპასუხა ახალქალაქის მერმა.

ჩვენ კვლავ მივმართეთ ქალაქის მერის წარმომადგენელ გევორგ პეტროსიანს, რათა დავაზუსტოთ, რეალურად არსებობს, თუ არა პროექტი.

“მე წინადადებით უნდა მივმართო, მაგრამ ბიუჯეტში შეიტანენ თუ არა, ჩემზე არ არის დამოკიდებული. როგორც მერის წარმომადგენელი, საბავშვო კარუსელის, ასევე ახალქალაქის პარკში სპორტული ინვენტარის დამონტაჟების წინადადება უნდა შევთავაზო. ჩვენ მსგავსი პროექტები გვაქვს”, – თქვა გევორგ პეტროსიანმა.

jardvac khaghahraparak