მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge-ის ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვებ-გვერდის მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის დადასტურებულია კორონავირუსის 1,568 შემთხვევა. კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ დღეის მონაცემებით, 1279 ადამიანი განიკურნა.

გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ ჩამოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსისაგან 19 პაციენტია გარდაცვლილი.

საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 6185 მოქალაქე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 215 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება.