სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 16-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 559-ს შეადგენს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 180-ია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 31 392 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 11 234 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.