დღეს დილით ავარიაში მოყვა ახალქალაქის-ბათუმის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავთან მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შვიდი მგზავრიდან, ორი მსუბუქად დაშავებული ადამიანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

მძღოლის მდგომარეობა ნორმალურია, მისი განცხადებით, ერთი მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურმა წაიყვანა, ხოლო მეორე, არასრულწლოვანი ბავშვი მსუბუქი მანქანით გადაიყვანეს. მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ცხვირიდან სისხლი სდიოდათ, თუმცა მძიმე დაზიანებები არ შეინიშნებოდა.

ავარია დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა, ერთმანეთს შეეჯახა სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა, რომლებიც საპირისპირო მიმართულების ზოლზე მოძრაობდნენ.

აღნიშნული ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ბრალდებულის დაჯარიმებას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

83764873_2422478861415252_8456651607797399552_o
ფოტო თვითმხილველისაგან