საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
“მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ covid-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.
ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხიმგებლიანი მოქალაქეები ვართ. სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ტრადიცია, გავაძლიეროთ იგი და წარვუდგინოთ მსოფლიოს, როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია!” – თქვა პრეზიდენტმა.