ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღს ააშენებენ, სადაც ბავშვები არა მხოლოდ გოგაშენიდან, არამედ სოფელ აფნიადანაც ივლიანი. საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერი 24 აგვისტოს გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 14 სექტემბერია.
საბავშვო ბაღი ორ ეტაპად აშენდება. სამუშაოების პირველი ეტაპი, 150 000 ლარით, შედგება წელს, სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის თანხაც 652 209 ლარს შეადგენს, 2021 წლისთვის არის განსაზღრული.
პროექტის საერთო თანხა 802`209 ლარს შეადგენს, 40 610 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი 761 599 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.
სოფელ გოგაშენში მერის წარმომადგენლის ზაზა ნათენაძის თქმით, სოფელში სკოლამდელი ასაკის დაახლოებით 25 ბავშვია, თუმცა სოფლის საბავშვო ბაღში არა მხოლოდ გოგაშენის, არამედ სოფელ აფნიის ბავშვებიც ივლიან.
საბავშვო ბაღის შენობა იქნება ერთსართულიანი, ის სოფლის ცენტრში აშენდება. საბავშვო ბაღი 50 აღმზრდელზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ტენდერი შედგება.