სკოლამდელი დაწესებულებები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალ სტანდარტებზე გადადიან: საბავშვო ბაღების სამზარეულოებში, გაზქურების ნაცვლად, ელექტრონული ღუმელი იქნება.
სახელმწიფო დონეზე, გასული წლის ბოლოს, სკოლამდელი დაწესებულებებისათვის ახალი სტანდარტები იქნა მიღებული, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს.
“ინსტრუქციები თებერვალში მივიღეთ, უნდა წავსულიყავით, მაგრამ პანდემია ხელი შეგვიშალა. საბავშვო ბაღები დაიხურა და ტენდერის გამოცხადება ახლა გვინდა. გასულ წელს, ელექტროღუმელების შეძენაზე, მუნიციპალიტეტმა თანხები გამოყო, რადგან აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იყო. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს საბავშვო ბაღებში ელექტრო მავთულები არ შეესაბამება მოთხოვნებს, მაგრამ შემდეგ გვითხრეს, რომ მხოლოდ ორ საბავშვო ბაღს ექნებათ სამფაზიანი ელექტროენერგია, დანარჩენი იქნება ჩვეულებრივ ელექტრო ღუმელებზე მორგებული და პრობლემები არ იქნება”.- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასატურიანი.
ანაიდა ასატრიანის თქმით, სამფაზიანი ელექტროენერგია მხოლოდ №2 და №3 საბავშვო ბაღებს ექნება. მან უკვე მიმართა “ენერგო პრო ჯორჯიას” თხოვნით, რათა ამ ბაღებში სამფაზიანი ელექტროენერგია იქნეს გაყვანილი. მუნიციპალიტეტის დანარჩენ საბავშვო ბაღების სამზარეულოებში ჩვეულებრივი ელექტრო გაყვანილობა იქნება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება ელექტრო ღუმელების შესაძენად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, მუნიციპალიტეტი შეისყიდის 12 ელექტრო ღუმელს, მათ შორის სოფელ ჩუნჩხის, პტენის და სულდის საბავშვო ბეღებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გახსნილი.
საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღია, რომელთაგან სამი ალტერნატიულია.