30 აგვისტოს მონაცემებით, სომხეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირებული 43,750 ადამიანი, რომელთაგან 37,650 გამოჯანმრთელდა და 877 გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისის სამინისტრო ავრცელებს.
ამჟამად მკურნალობას 4956 პაციენტი გადის. საერთო ჯამში 205,450 ტესტი ჩატარდა.
გასული დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 124 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, გამოჯანმრთელებულია 87 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციით 5 პაციენტი გადაიცვალა.
წინა დღეს დაფიქსირდა ერთი დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ სიკვდილი სხვა დაავადების გამო მოხდა. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობა 267-ა გამოვლენილი.