ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თოთხამის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მრავალჯერადი საჩივრების შემდეგ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია- ის კატასტროფულად ცოტაა.

სოფელ თოთხამში დაახლოებით 40 ოჯახი ცხოვრობს, აქ ყველაზე დიდი პრობლემა- სასმელი წყლის უკმარისობაა. თოთხამში წყლის გრაფიკი წყლის რაოდენობის მიხედვით იცვლება, აქ სოფლის ყველა ქუჩისათვის კონკრეტული საათებია გამსაზღვრული.

1

სოფელი დაყოფილია 3 ნაწილად- ყოველ ნაწილში წყალი რამდენიმე საათით მოდის, რათა მცხოვრებლებმა წყლის აღება მოასწრონ.

“ყოველ ჯერზე გვეუბნებიან, რომ მალე მოგვარდება წყლის პრობლემა, ვნახოთ, როდის. ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ კეთდება”,- ამბობს სოფელ თოთხამის მცხოვრები.

2

სოფელ თოთხამში მერის წარმომადგენლის რადიკ ირიციანის თქმით, მათ ამ საკითხით არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა პრობლემა ჯერჯერობით მოუგვარებელია, და გაურკვეველია, მოგვარდება თუ არა საერთოდ.

3

წყლის გარდა, სოფელში ასევე გარე განათების პრობლემა არის, რომელიც წელს უნდა მოგვარდეს. “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის მიერ გამოყოფილი 10 000 ლარით თოთხამში ქუჩები განათდება.

როგორც სოფელ თოთხამის მერის წარმომადგენელი ამტკიცებს, სვეტები უკვე მოიტანეს, უახლოეს მომავალში ისინი დამონტაჟდება. საერთო ჯამში 12 სვეტი იქნება დამონტაჟებული.