საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 447 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 40-ით გაიზარდა 1 190-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე.