ახალქალაქის სკოლებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა დასწრება ამ კვირაში, მკვეთრად შემცირდა. არის კლასები, სადაც ავადმყოფობის გამო 50 %-ზე მეტი მოსწავლე აცდენს.
ქალაქ ახალქალაქში გრიპით დაავადების შემთხვევები გაიზარდა, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასწრება მკვეთრად შემცირდა.
ბავშვებს დაავადების განსხვავებული სიმპტომები აქვთ. მშობლების თქმით, ის ძირითადად გამოიხატება მაღალი ტემპერატურით, ხველებით, ღებინებითა და ალერგიით -სიწითლე სახის და ხელების არეში.
საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან სტატისტიკა იგივეა, რაც გასულ წელს იყო. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა ექიმს დროულად და არა მდგომარეობის გართულების შემდეგ მიმართონ.
უკანასკნელი კვირის განმავლობაში ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს 16-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 10 ჰოსპიტალიზებული იყო. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურითა და პნევმონია. თუმცა დაავადებულთა უმეტესობა საავადმყოფოს არ მიმართავს.
ახალქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასწრება უკანასკნელი კვირის განმავლობაში შემცირდა.
კარგი დასწრებაა ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორის თქმით, გაკვეთილებს მხოლოდ 1-2 მოსწავლე აცდენს.
№1 საჯარო სკოლის დირექტორ რუზანნა ტეპიოანის თქმით, დღეს შეიმჩნევა მოსწავლეთა დასწრების მკვეთრი შემცირება.
“დღემდე დასწრება ნორმალური იყო, მაგრამ დღეს მკვეთრად შემცირდა, ძირითადად დაწყებით კლასებში. ამ კლასებში მოსწავლეები უმიზეზოდ არ აცდენენ, ყველას მაღალი ტემპერატურა აქვს”, – თქვა რუზანნა ტეპოიანმა.
№4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა დასწრება, დირექტორის ნათელა გრიგორიანის თქმით, დაბალია კვირის დასაწყისიდან, იგივე ვითარებაა დანარჩენ კლასებშიც.
№5 საჯარო სკოლაში დასწრება მკვეთრად შემცირდა დღეს.
“გუშინ, სკოლა 10 მოსწავლემ გააცდინა, დღეს მათი რაოდენობა 18 გახდა”, – თქვა სკოლის დირექტორმა ემმა ნახატაკიანმა.
№2 საჯარო სკოლის დირექტორიც ყვება სკოლაში მოსწავლეთა დასწრების შემცირებაზე.
“გაცდენების რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ კარანტინი გამოვაცხადოთ”, – ამბობს კარინე ნახატაკიანი.
ახალქალაქის სამ საბავშვო ბაღშიც შემცირდა დასწრება.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატრიანის თქმით, საბავშვო ბაღებში დასწრება მკვეთრად შემცირდა. მშობლების ნაწილი უბრალოდ სიფრთხილეს იჩენს და შვილები ბაღში ამის გამო არ მიჰყავს.
“რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში დასწრება გავრცელებული ავადმყოფობების გამო მკვეთრად შემცირდა, თუმცა ზოგიერთს ბავშვი არ მოჰყავს იმის შიშით, რომ შეიძლება რამე გადაედოს”,- თქვა მან.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი არ ჩქარობს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შემოწმებების დაწყება, რადგან დასწრების მკვეთრი ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.