დღეს დასრულდა ბავრა-კარტიკამი გზის ასფალტირება. წელს, საერთო ჯამში ასფალტირებული იყო 535მ სიგრძის გზა.

გასულ წელს დარჩენილი ბავრა-კარტიკამი გზის ნაწილის ასფალტირებისათვის მუნიციპალიტეტმა წელს 434 630 ლარი გამოყო. ბავრა-კარტიკამი გზის 535 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტირების ტენდერი კომპანია “არალმა” 400 000 ლარით მოიგო. გზის ძირითადი ნაწილი ასფალტირებული იყო გასულ 2019 წელს.

1

ბავრა-კარტიკამი გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა 2535მ-ზე მეტი სიგრძის ასფალტირებას, თუმცა 2019 წელს ასფალტირებული იყო მხოლოდ 2000მ – სოფელ ბავრადან კარტიკამამდე, დანარჩენი 535მ – სოფლის დასაწყისიდან რიტუალების სახლამდე – დაასრულეს წელს.

2000მ გზის ასფალტირებისათვის მუნიციპალიტეტმა 2019 წელს 1 048 150 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერის მომგებმა კომპანია “არალმა” სამუშაოები 1 006 224 ლარით შეასრულა.