საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველსო საბავშვო ბაღები გაიხსნება 1 ოქტომბერს, ხოლო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
”სკოლები გაიხსნება 15 სექტემბერს, ხოლო ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, ოქტომბერში, საბავშვო ბაღები გაიხსნება.” – განაცხადა ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე.
მანამდე, თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება. თუმცა, ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ რეკომენდაციებისა და წესების ჩამონათვალი, რომელიც საბავშვო ბაღებმა უნდა დაიცვან, მალე გამოქვეყნდება.