საქართველოში პირადობის დამადასტურებელი საბუთი უფასოდ გადაეცემა მხოლოდ იმ პირებს, ვისაც არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო (ბიომეტრიული) პასპორტი. თუ პირს აქვს ბიომეტრიული პასპორტი და ID-ბარათის ვადა ამოიწურა, მას გადახდა მოუწევს.
მოქალაქეებისათვის უფასო ID-ბარათების გადაცემის აქცია 2019 წლიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე გრძელდება.
აქციის მიზანია ამომრჩეველთა სიების სრულყოფა, სააგენტოების მონაცემების ბაზის განახლება, და მოქალაქეებისათვის სრულყოფილი და სანდო ელექტრონული დოკუმენტის გადაცემა.