საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ვებსაიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსმა 19 ადამიანი იმსხვერპლა.
იმავდროულად, საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა, ხოლო COVID-19– ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 1,429.