საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სპეციალური სამთავრობო გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

არსებული მონაცემების თანახმად, საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 1429 შემთხვევა დადასტურდა, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 13 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 1150 პაციენტი შეადგინა, 19 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 41 მოქალაქე საქართველოში სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდა.

კარანტინის რეჟიმში 7005 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი – 225 ადამიანი.