სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 33-ით გაიზარდა და 42 825 შეადგენს.
სტატისტიკის თანახმად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 55-ით გაიზარდა და დღეის მონაცემებით 36 049 შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კვირას ჩატარდა 380 ათასი ტესტი, რაც ადრინდელზე საგრძნობლად ნაკლებია.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილია 2 მოქალაქე, შესაბამისად გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 854-ს აღწევს.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში მკურნალობას გადის 5 666 პაციენტი, ხოლო ჩატარებული ტესტების რაობენობა, ჯამში 195 574 შეადგენს.