შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს საღამოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, 18 ადამიანი გარდაიცვალა. სამი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.