ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ბავრა-კარტიკამის გზის 535მ სიგრძის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი იყო გამოცხადებული თანხაზე, რომელიც გასული წლის პროექტიდან შემორჩა, თუმცაღა აღნიშნული ტენდერი ვერ შედგა.

ბავრა-კარტიკამის გზა 2019 წელს დააგეს. სამუშაოებს შპს «არალი» ახორციელებდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილი იყო 1 048 150 ლარი, მაგრამ კომპანიამ ტენდერი 1 006 224.00 ლარით მოიგო.

დეპუტატის, გენადი ელიზბარიანის თქმით, გასულ წელს უნდა გაეკეთებინათ 2535მ სიგრძის გზა, თუმცა დააგეს 2000მ გზა, წელს მუნიციპალიტეტი გააკეთებს დარჩენილ 535 მეტრს.

კატრიკამში ასფალტირებული გზის სიგრძით უკმაყოფილონი არიან

«წელს გზის დანარჩენ ნაწილს გააკეთებენ, შარშან გაკეთებული ასფალტის ბოლოდან სოფლის საქორწილო დარბაზამდე გავლენ. საკრებულო თანხას ამ დღეებში დაამტკიცებს»,- თქვა გენადი ელიზბარიანმა.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 15 იანვარს გამოაცხადა, გამოყო 434 630 ლარი.
თუმცა ტენდერი ვერ შედგა, რადგან მონაწილეობის მსურველები არ გამოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ასფალტირების მონაკვეთი ძალიან პრობლემატური იყო.

სოფელ ბავრაში ახალი ასფალტი დასკდა

კარტიკამის გზას მესამედ გაარემონტებენ

სოფელი კარტიკამისა და ბავრის მოსახლეობა გზის ასფალტირებით უკმაყოფილოა

არემონტებენ ბავრა-კარტიკამის ახალ გზას