ახალქალაქის მუნიციპალიტეტი კვლავ გამოყოფს სახსრებს- 61 162 ლარი- სოფელ ალათუმანში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობისათვის.
21 აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები სოფელ ალათუმანში წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 162 ლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ახალი წყალგაყვანილობა სოფელში 2018 წელს აშენდა, რომლისთვისაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა 205 840 ლარი გამოყო, თუმცა არასწორად შედგენილი პროექტის გამო წყალი სოფლამდე ვერ აღწევს.
“არასწორი გამოთვლები გაკეთდა, სათავე ბორცვზე დაბლა მდებარეობდა, ამიტომ წყალი არ მიედინებოდა. ჩვენ ახლა წყალს აზბესტის მილებით ვღებულობთ, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანოა. მოწამლულ წყალს ვსვამთ”,- ამბობს სოფელ ალათუმანის სპეციალისტი მაკბეტ ტონოიანი.
20 წელზე მეტია სოფელში აზბესტის მილებიდან მდინარე წყალს სვამენ, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანოა. წყლის ხარისხზე სოფლის მოსახლეობამ ბევრჯერ იჩივლა.
“2,5კმ სიმაღლის შემოვლაა საჭირო, ძველი ხაზის 1,8კმ მოვხსენით და ისევ ამ ახალ მილს ვიყენებთ. ბორცვს ჩვენ ვერ გამოვთხრით, ამიტომ გვერდი უნდა ავუაროთ. ჩვენ თავიდან ერთხელ გვინდოდა შემოვლა, შემდეგ მაპროექტებელი ჩამოვიდა და თქვა, რომ ორი შემოვლაა საჭირო, თუკი გვინდა, რომ წყალი სოფლამდე მივიდეს. 1კმ დამატებითი დანახარჯი იქნება, სანაცვლოდ კი წყალი გვექნება”,- ამბობს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სპეციალისტი გარიკ გალივონჯიანი.
მან განაცხადა, რომ ამჯერად წყალი ნამდვილად მივა სოფლამდე, და ალათუმანში უვნე სასმელი წყალი იქნება.