სოფელ ბარალეთის ამაღლებულ ნაწილში სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი უნიკალური ძეგლი დგას, რომელსაც მშენებლებმა «პატარა წიწერნაკაბერთი» უწოდეს. აი, უკვე სამი ათწლეულია ეს ადგილი ჯავახეთის მოსახლეობის სალოცავად იქცა.

Baralet-xachqar

1988 წლის 24 აპრილს, ძეგლის აღმართვიდან 4 წლის შემდეგ, ბარალეთელებმა საგარაულოს მთის ფერდობზე საზეიმოდ აღნიშნეს მემორიალის გახსნა, რომელიც “პატარა წიწერნაკაბერთის” სახელს ატარებს.

“ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ გენოციდის მსხვერპლის ხსოვნის შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგ სოფლის მოწინავე მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ძეგლის დადგმა, ადგილთან, ფორმასთან და გარე შეხედულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეთავაზება იყო. შეხვედრის მეორე დღეს ჩვენ შევარჩიეთ ადგილი და ძეგლის მშენებლობა დავიწყეთ. როგორც ახლა მახსოვს, 10-12 კაციანი ჯგუფით შევარჩიეთ ადგილი. თავიდან მთის ფერდობზე წიწერნაკაბერთის გამოსახულება დავხატეთ, შემდეგ სომხეთში ფირნიში შევუკვეთეთ, რომელიც კომიტასის ტრაგედიას ასახავდა”, – იხსენებს სეირან ბაქარიანი.

Baralet-komitas

ბარალეთში აღნიშნავენ, რომ საგარაულოს მთაზე ძეგლი ვაღინაკ ბერუჯანიანისა და მისი მეგობარი – თანამოაზრეების ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა. თავიდან კლდის დიდ ნატეხზე ამოკვეთილი იყო წიწერნაკაბერთის გამოსახულება, შემდეგ მთელს სოფელში შეაგროვეს თანხა და სომხეთში კომიტასის ტრაგედიის გამოსახულებით მემორიალის დაფა შეუკვეთეს.

“რატომ წიწერნაკაბერთი? ჩვენ გვინდოდა, რომ ის ერევანში არსებული ძეგლის მსგავსი ყოფილიყო. სოფლის მოწინავე ადამიანებმა შეაგროვეს თანხა, ჩარენცავანში მემორიალის დაფა შეუკვეთეს. ქანდაკების შეკვეთის საქმეში მონაწილეობდნენ: ვაღინაკ ბერუჯანიანი, ვოლოდია მაკარიანი, სლავიკ ხეჩოიანი, ფელიქს მამულიანი, ვოლოდია მამულიანი და სხვები. ჩვენ აქტივისტებთან ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ ხრეშისა და ქვების მოწყობაში, ხოლო სამშენებლო სამუშაოებში მთელი სოფელი მონაწილეობდა”, – ყვება ჯავახეთში პატარა წიწერნაკაბერთის მემორიალის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი სეირან ბაქარიანი.

ის იხსენებს, რომ 1988 წელს ძეგლის გახსნაზე მაშინდელი რაიონული ხელისუფლების ხელმძღვანელობით მთელი რაიონი მონაწილეობდა.

“პირველი წლები ძალიან აქტიური იყო, არა მარტო ჩვენი რაიონიდან ჩამოდიოდნენ, არამედ ყველა ადგილიდან, სკოლების მიერ ორგანიზებული ჯგუფებით. ძეგლი იმოქმედებს იქამდე, სანამ ყვავილებით შევამკობთ”, – ამატებს სეირან ბაქარიანი.

აი, უკვე სამი ათწლეულია ეს ადგილი ჯავახეთის მოსახლეობისათვის სალოცავი გახდა. ყოველწლიურად, 24 აპრილს, პატარა წიწერნაკაბერთის მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება. წელს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შემოღებულმა საგანგებო მდგომარეობამ მემორიალთან ასვლას მაინც ვერ შეუშალა ხელი.Baralet-hushrcan

საგარაულოს მთის ფერდობზე ბუნებრივ ნაძვებში დამალულია რთული და ქვიანი ბილიკი, რომელსაც პატარა წიწერნაკაბერთამდე მივყავართ. ათწლეულების შემდეგ მშენებლები ძეგლთან მიმავალი კიბის აშენებას გეგმავენ. სოფელ ბარალეთის მცხოვრებლების თქმით, 1988 წელი, როგორც სოფელ ბარალეთის სომხებისათვის, ასევე მთელი ჯავახეთისათვის ისტორიული წელი გახდა. ჯავახეთის ამ ფარულ კუთხეში სომხეთის გენოციდისა და მსხვერპლის ხსოვნისადმი მიძღვნილი პატარა წიწერნაკაბერთი აღიმართა, რომელიც ერევნის წიწერნაკაბერთის შემდეგ მსოფლიოში მეორეა.