საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ახლახანს, სპეციალურ სამთავრობო ვებგვერდზე – stopcov.ge განახლდა.

ვებსაიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავუსის 1,351 შემთხვევა.

განკურნებულთა შესახებ მონაცემები ჯერ არ განახლებულა და რიცხვი კვლავ 1,092-ს შეადგენს.

ამავე დროს, საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან არის ჩამოყვანილი.

ქვეყანაში, ამჟამად კოროვირუსისგან 17 პაციენტი გარდაიცვალა. 7,597 მოქალაქე კარანტინის რეჟიმშია, ხოლო 249 საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.