დღეს დაასუფთავეს ყინულის საფარი, რომელიც თავისუფლების ქუჩის ბოლო მონაკვეთზე წარმოიქმნა და ამჟამად ავტომანქანებით გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა. გაყინული საფარის დასუფთავებით ახალქალაქის სერვის ცენტრი დაკავდა.
საქმე იმაშია, რომ ყინულის საფარი, რომელიც თავისუფლების ქუჩის ბოლოს ორი კვირის განმავლობაში წარმოიქმნა, ავტომანქანების მოძრაობას საფრთხეს უქმნიდა და სასაფლაოსთან მოძრაობა ცალხრივი გახდა. ამის გამო მძღოლებისაგან ბევრი საჩივარი მოვიდა.
მძღოლების თხოვნით Jnews-მა ეს საკითხი პირველად 21 იანვარს წამოწია. ამის შემდეგ Jnews-ი კიდევ სამჯერ დაუბრუნდა აღნიშნულ პრობლემას და დღეს, 29 იანვარს, ყინული დაასუფთავეს.
სასაფლაოსთან წარმოქმნილი “საციგურაო მოედნით” დაკავდება «ჯავახ ავტო გზა»
«საციგურაო მოედანი» სასაფლაოსთან მომავალ კვირამდე მაინც დარჩება
«საციგურაო მოედანი» სასაფლაოსთან ფართოვდება და იზრდება
აღსანიშნავია, რომ თოვლისაგან ახალქალაქის დასუფთავების ტენდერი კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» მოიგო. 22 იანვარს კომპანია «ჯავახ ავტო გზის» დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ Jnews-ს აცნობა, რომ აღნიშნულ პრობლემას რაც შეიძლება მალე მოაგვარებენ.
ხოლო 24 იანვარს მან განაცხადა, რომ ეს არ არის მათი პრობლემა, ვინაიდან ტენდერის დოკუმენტაციაში ექსკავატორის სამუშაოები არ არის გათვალისწინებული.
«ჩვენ ვნახეთ ეს მონაკვეთი, გრეიდერი ყინულს ვერ მოასუფთავებს, ამისათვის საჭიროა ექსკავატორი, ეს კი ჩვენს ვალდებულებაში არ შედის»,- განმარტა ჯაბა ძირკაძემ.
მერიიდან Jnews-ს შეატყობინეს, რომ ისინი შეუთანხმდენენ კომპანია «ჯახავ ავტო გზის» დირექტორს და ორშაბათს (27 იანვარს) აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იქნება.
საბოლოოდ გზა ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა დაასუფთავეს, თუმცა ქალაქის გზების დასუფთავება ამ ცენტრის იურისდიქციაში არ შედის. Jnews-თან სატელეფონო საუბრისას სერვის ცენტრიდან დაადასტურეს, რომ ყინული მათ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, მაგრამ რაიმე ახსნა-განმარტებაზე უარი განაცხადეს.
ფოტოები Jnews-ს ახალქალაქის სერვის ცენტრმა მიაწოდა.