0-დან 17 წლამდე ბავშვების 200 ლარის ოდენობის დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge დარეგისტრირებას 15 აგვისტოდან შეძლებენ.

registracia

ელექტრონულ პორტალზე შემდეგი ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული:

1. ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ;

2. სახელი, გვარი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი;

3. მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

4. საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო მშობელსა და ბავშვს შორის კავშირს ვერ დაამტკიცებს, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

რეგისტრაციის გავლის შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge.