ახალქალაქში ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დარეგისტრირებულია ძაღლების ხუთი კბენის შემთხვევა. კბენის შემთხვევები უფრო მეტია, მაგრამ ბევრი ადამიანი საავადმყოფოს არ მიმართავს.
ახალქალაქის ქუჩებში უპატრონო ძაღლების რაოდენობა მომრავლდა. დილის ან საღამოს საათებში ხალხს გარეთ გასვლის ეშინია, რადგან ქუჩის კუთხეში შეიძლება ძაღლების ხროვას გადაეყარონ.
ახალქალაქის იუსტიციის სახლთან ერთი დიდი, თეთრი ძაღლი მუდამ აშინებს გამვლელებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქალაქ ახალქალაქის მაცხოვრებლის არმინე მოსოიანის თქმით, ძაღლმა ამას წინად მას უკბინა, მაგრამ არმინეს გაუმართლა, რადგან მას “დუტის” გრძელი ქურთუკი ეცვა, გუშინ კი იგივე ძაღლმა სხვა ქალბატონს უკბინა.
«ბავშვებს ეშინიათ ამ გზით სკოლაში სიარული და მუდამ სხვა გზით, შემოვლით დადიან»,- ამბობს ის.
მშობლები შიშობენ შვილების უსაფრთხოებაზე.
«არა მარტო მე, უპატრონო ძაღლების სხვა მშობლებსაც ეშინიათ. სიბნელეში მე ეზოში გასვლის მეშინია. რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება, რის გაკეთებას აპირებენ»,- ამბობს ქალაქის მაცხოვრებელი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დერქტორის ავეტ ტონაკანიანის თქმით, წლის დასაწყისიდან დარეგისტრირებულია ძაღლების 5 ნაკბენი.
თუმცაღა უპატრონო ძაღლების თავდასხმის ფაქტები უფრო მეტია. ქალაქის მოსახლეობის თქმით, ბოლო პერიოდში სულ ცოტა 10-15 შემთხვევა მაინც იყო.
უპატრონო ძაღლების თაობაზე ასევე ჩივის ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის მოსახლეობა. მათი მტკიცებით, რამდენიმე დიდი ძაღლი მუდამ აშინებს ადამიანებს.
«ბოლო პერიოდში ძაღლები ხალხა უფრო ხშირად ესხმიან თავს, ამას რამე უნდა მოვუხერხოთ»,- ამბობს ყოფილი სამხედრო ქალაქის მაცხოვრებელი.
მისი თქმით, დიდი ძაღლები ნაგვის ურნებთან შეიძლევა ხროვით შეგხვდნენ.
ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ, რათა გაგვეგო თუ როგორ და როდის მოაგვარებენ ამ პრობლემას.
ახალქალაქის მერის წარმომადგენლის შალვა ბალახაძის თქმით, მათ იციან არსებული პრობლემის შესახებ და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ის.
მისი მტკიცებით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარებისათვის მუნიციპალიტეტმა თანხა გამოყო.
«ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს და მოგებული კომპანია დაკავდება ამ საკითხით, უპატრონო ძაღლებს თავშესაფარში გადაიყვანს»,- თქვა ბალახაძემ.
აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერს თებერვლის შემდეგ გამოაცხადებენ.