იმისათვის, რომ 200 ლარიანი კომპენსაცია 0-დან 17 წლამდე ასაკას ბავშვებმა მიიღონ, დღეიდან მშობლებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრირება შეეძლებათ.
ელექტრონულ პორტალზე შემდეგი ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული:
-სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი;
-სახელი, გვარი, მშობლის პირადი ნომერი/ ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;
-საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც მშობლის სახელზეა გახსნილი/ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
-მობილური ტელეფონის საკონტაქტო ნომერი, რომელზეც SMS-შეტყობინება მოვა.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს მომსახურების განვითარების სააგენტო ვერ დაადასტურებს შვილსა და მშობელს შორის კავშირს, მშობელს ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობის ატვირთვა მოუწევს.
შესაბამისი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ, ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ – გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge.