საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფორმაცია ახლახანს განახლდა სპეციალურ სამთავრობო ვებგვერდზე – stopcov.ge.
ვებსაიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 1,306 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი, განკურნებულთა საერთო რაოდენობაა 1085.
7635 მოქალაქე იმყოფება საკარანტინო რეჟიმში, ხოლო 334 საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ამავდროულად, საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქე საზღვარგარეთ ჩამოიყვანეს.
ქვეყანაში ახალი კოროვირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.